18 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას კიდევ ერთი კომპრომისული ვარიანტი- 130/20 უნდა შესთავაზონ

"ლეიბორისტული" პარტიის ოფისში ოპოზიციის შიდა კონსულტაცია დასრულებულია. ლიდერები ისევ რამდენიმე ვარიანტზე მუშაობენ.

"ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი წინადადება უნდა შეეთავაზოს, პირობითად  130/20.

ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, ამ ინიციატივის მიხედვით მნიშვნელოვანია პრინციპი - მთავრობის დაკომპლექტების უფლება ჰქონდეს პარტიას, რომელიც არჩევნებში მინიმუმ 40 პროცენტს მიიღებს და პარლამენტში მაჟორიტარების უმრავლესობას გაიყვანს. 

"ჩვენ ვთავაზობთ მყარ პრინციპს. არსებითი უპირატესობა უნდა ჰქონდეს პარტიას. 40%-ზე არსებითად მაღლა უნდა იყოს და მოიგოს მაჟორიტარების დიდი ნაწილი. ამ შემთხვევაში ექნება შანსი უმრავლესობის. ანუ, არგუმენტი, რომ კრიზისები იქნება, ეგ გამოირიცხება. თუ მაინცდამაინც ციფრებში უნდა გადავიყვანოთ, ეს არის 130 პროპორციული ადგილი და 20 მაჟორიტარი," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.  

დღის ამბები