9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ალეპოში, რუსეთის მხარდაჭერით, ასადის სამთავრობო ძალების ავიაიერიშებს.
ორგანიზაცია "თეთრი ჩაფხუტების" ინფორმაციით, დაშავდა ათამდე ადამიანი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.
თურქეთი სირიას უკან დახევისკენ მოუწოდებს.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა ანკარამ რეგიონში დამატებითი ძალები შეიყვანა, სირიის სამთავრობო ძალებმა 5 თურქი ჯარისკაცი მოკლეს.
იდლიბის პროვინცია სირიაში ერთადერთ ტერიტორიად რჩება, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ.