"ლეიბორისტების" ოფისში შეკრებილმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარები გააკეთეს და "ევროპული საქართველოს" ლიდერის დაპატიმრების შემდეგ, ოპოზიციის სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიცია აპირებს, როგორც საპროტესტო აქციების გაგრძელებას, ასევე პარალელურად მუშაობს მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმებაზე, რათა "ქართულ ოცნებას" არჩევნებზე არცერთი ხმის მიღების საშუალება არ მისცენ.
"ოპოზიციას რჩება ორი ერთდროული გამოსავალი: პირველი- საპროტესტო აქციების ტალღის აგორება, რაც შეიძლება მასშტაბური, რაც შეიძლება მწვავე და რაც შეიძლება ისეთი, სადაც საქართველოს მოქალაქე გამოხატავს თავის აზრს და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ დაწყებული გვაქვს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე საუბარი, ძალიან ახლოს ვართ შედეგთან და შემდეგ გადავალთ უკვე სხვა ოლქებზე. არც ერთი ხმა "ქართულ ოცნებას"," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.