ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც კუბილიუსმა "რუსთავი2"-თან განაცხადა ბიძინა ივანიშვილისა თუ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიცემული დაპირებები შესრულებული არაა და აღარ არსებობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც მთავრობის მიერ არაა სამართლებრივად დევნილი:
"რა თქმა უნდა, მძიმედ ვართ შეშფოთებულები საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ჩვენ დავინახეთ,რომ ჩვენს მიმართ ბიძინა ივანიშვილისა თუ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოცემული დაპირებები არაა შესრულებული. ერთ-ერთი ოპოზიციასთან დიალოგს ეხებოდა უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მეორე კი ოპოზიციონერი ლიდერების დევნას. რა ინფორმაციაც გვაქვს, იმას თუ დავეყრდნობით, ჩანს რომ აღარ არსებობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც მთავრობის მიერ არაა სამართლებრივად დევნილი, ეს კი იმის ნიშნებია, რომ დემოკრატიული განვითარება ქვეყანაში საფრთხის ქვეშაა და ეს ევროპარლამენტარების იმ ნაწილსაც გვაშფოთებს, რომლებიც თავს საქართველოს მეგობრებად მივიჩნევთ და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის. ჩვენთვის ასეთი რამის ყურება ძალიან მტკივნეულია. ვიცი რომ ევროპარლამენტში შეხვედრებია ჩანიშნული მიმდინარე კვირას, რაც მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტარებს ექნებათ საერთო დეკლარაციაც და კარგი იქნება თუ ქართული დელეგაცია გაითვალისწინებს ჩვენს შეშფოთებას,"- აცხადებს კუბილიუსი.