რუსეთის საგარეო უწყება საქართველოში მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალზე საქართველოს ხელისუფლებისგან პროვოკაციებს ელის, - განცხადებას რუსულ მედიასთან ლავროვის უწყების წარმომადგენელი ნიკოლაი კობრიცი აკეთებს.
კობრიცი არ საუბრობს, აპირებს თუ არა ლავროვი თბილისში ჩასვლას, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული აქვს.
რუსი დიპლომატი ამბობს, რომ თბილისმა, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ და მასპინძელმა საერთაშორისო ვალდებულებები უნდა შეასრულოს, უზრუნველყოს დელეგაციების თავისუფალი შესვლა ქვეყანაში და მათი უსაფრთხოება.