18 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
ნარმანია ბუნებრივი გაზის მოხმარებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ ახალ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ბუნებრივი გაზის მოხმარებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ ახალ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო. შპს "თბილისი ენერჯის" მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში პირველი შეხვედრა ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობასთან გაიმართა.

"მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვა თითოეული ადამიანის, თითოეული ოჯახის მიერ. არის ელემენტარული წესები და პირობები, რომელიც უნდა დავიცვათ იმისათვის, რომ საკუთარი სიცოცხლე და მეზობლების სიცოცხლე შევინარჩუნოთ და თავიდან ავირიდოთ უბედური შემთხვევები. ჩუღურეთი ყველაზე ხშირად იყო ავარიული რაიონი და ამიტომ დავიწყეთ ჩუღურეთის რაიონში საინფორმაციო კამპანია, რომელსაც თბილისი ენერჯი და ენერგოომბუდსმენის აპარატი ერთობლივად ახორციელებენ," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თავის მხრივ ენერგოომბუდსმენმა გაზის მიმწოდებელ კომპანიებს მოუწოდა, აწარმოონ მსგავსი საინფორმაციო კამპანიები.

დღის ამბები