18 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
აშშ-დან თუ ევროპიდან განცხადებებს ყურადღებით ვეცნობით და მხედველობაში ვიღებთ - სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მოკავშირე ქვეყნებიდან წამოსულ კრიტიკას ხელისუფლება ყურადღებით ეცნობა და ითვალისწინებს.

ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა რესპუბლიკელი კონგრესმენის რენდი ვებერის წერილის შეფასებისას აღნიშნა. სესიაშვილის თქმით, პოლიტიკური პროცესის მიუხედავად კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა მნიშვნელოვანია და ეს სამართლებრივი სახელმწიფოს ვალდებულებაა.

"აშშ-დან თუ ევროპიდან განცხადებებს ყურადღებით ვეცნობით და მხედველობაში ვიღებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ერთია პოლიტიკური პროცესი და მეორე კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა. თუ ადამიანმა, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკოსია თუ არა, ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა პასუხი აგოს და ესეც არის სამართლებრივი სახელმწიფოს ვალდებულება.

"ქართული ოცნების" მხრიდან შეთავაზება, რომ დიალოგის გზით მივაღწიოთ სასურველ მშვიდობიან პოლიტიკურ პროცესს, ეს არის სწორი ნაბიჯი და ამას მხარს უჭერს აბსოლუტურად ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა,"- განაცხადა სესიაშვილმა.

დღის ამბები