18 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
ჩვილის გაყიდვის საქმე - ახალშობილ ბიჭს მინდობით აღზრდაზე გადაიყვანენ

ახალშობილი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის გაყიდვის ფაქტზეც 7 პირი დააკავეს, ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. მას უახლოეს მომავალში მინდობით აღზრდაზე გადაიყვანენ, ამის შემდეგ კი უკვე დაზუსტდება, ვისთან ერთად გააგრძელებს ის ცხოვრებას.

"ჩვენ საქმის კურსში ჩაგვაყენეს, როგორც მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო იმ ღამესვე, როდესაც ფაქტი დაფიქსირდა შესყიდვასთან დაკავშირებით.

როდესაც მოხდა ეს ფაქტი იმ წუთიდან ბავშვი გადაყვანილია ჯერჯერობით სამედიცინო დაწესებულებაში, იმიტომ, რომ იყო მხოლოდ 3 დღის და გვჭირდებოდა მისი სამედიცინო მდგომარეობის სრული ინფორმაცია, შემდგომ უკვე გადავა სახელმწიფო მზრუნველობაში. ყველაზე კარგ სახელმწიფო მზრუნველობით ფორმად ამ წუთას მისთვის მიჩნეულია მიმღები ოჯახი," – განაცხადა ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ.

საქმეზე დაკავებულთა შორის ახალშობილის დედა და კიდევ 6 პირია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამ დროისთვის შვიდივე ეჭვმიტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებით გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები