18 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
მიუნხენის კონფერენციას ქართული მხარე მაქსიმალურად გამოიყენებს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებისთვის - დავით ზალკალიანი

მიუნხენის 56-ე კონფერენცია დაახლოებით 2 საათში ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიება, რომელიც 500-ზე მეტ მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერს, ექსპერტს, აკადემიური და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს უმასპინძლებს, 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შეხვედრის შესახებ მეტი დეტალი მისი დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი, თუმცა მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა "კურიერთან" საუბარში განაცხადა, რომ შეხვედრაზე მხარეები თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ქართული მხარე ყველა იმ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხზე სასაუბროდ გამოიყენებს, რაც ქვეყანას აწუხებს და რაც ქვეყნისთვის აქტუალურია, მათ შორის მსჯელობა შეეხება ისეთ თემებს, როგორიც არის ოკუპაცია, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკა.

"საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობს. ეს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფორუმია, რომელსაც მაქსიმალურად ვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები იყოს მიტანილი საერთაშორისო თანამეგობრობამდე, განსაკუთრებით ის გამოწვევები, რომელიც ქვეყნის წინაშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე დგას, ბუნებრივია ასევე ვისაუბრებთ იმ რეფორმებზე, რომელიც ეკონომიკური მიმართულებით ხორციელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აქ დამსწრე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს შესახებ," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები