მთავრობის ადმინისტრაციასთან პროფკავშრების წარმომადგენელები, გათავისუფლებული სოც მუშაკების აქციას შეუერთნდნენ.
მათი თქმით, ისინი გათავისუფლებულ სოც მუშაკებს სოლიდარობას უცხადებენ და საკუთარი უფლებების დაცვაში სამართლებრივ მხარდაჭერას აღუთვქამენ.
დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის თქმით, პროფკავშირული საქმიანობის ნიშნით სოციალური მუშაკების გათავისუფლებაში დისკრიმინაციული ნიშნები იკვეთება.
სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფესიული გაერთიანებების გამგეობის წევრის განცხადებით კი, რეორგანიზაციის ფარგლებში არსად არ იყო ნახსენები, რომ ის ადამიანები პირადი მოსაზრებების გამო გათავისუფლებულები იქნებოდნენ სამსახურიდან.
"ორგანიზაცია გულისხმობდა სოციალურ მომსახურების სააგენტოდან, სოციალური მუშაკების შეერთებას ტრეფიკინგის ფონდთან. თუმცა, რეორგანიზაციის ფარგლებში არსად არ იყო ნახსენები, რომ ის ადამიანები გარკვეული კონკურსის შედეგად თუ პირადი მოსაზრებების გამო გათავისუფლებულები იქნებოდნენ სამსახურიდან," - განაცხადა სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფესიული გაერთიანებების გამგეობის წევრმა, მარიამ ბანძავამ.
თანამშრომელთა გათავისუფლებას უარყოფს დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი.
"არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა, ჩვენ პირველი თებერვლიდან შევიძინეთ მზრუნველობის ფუნქცია და ყველა დასაქმებული პირი, სოციალური სააგენტოდან ჩვენთან გადმოვიდა," - აცხადებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი, მერი მაღლაფერიძე.