18 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ოზურგეთის ბაზარში თუთუნის გამყიდველებს პროდუქცია ჩამოართვეს

ოზურგეთის აგრარულ ბაზარში თუთუნის გამყიდველებს პროდუქცია ჩამოართვეს. თუთუნის კონფისკაცია შემოსავლების სამსახურმა გააკეთა. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, კანონმდებლობა მათ სასარგებლოდ არ მუშაობს და პრობლემები სახელმწიფო სამსახურების არასწორი მუშაობის გამო ექმნებათ.

შემოსავლების სამსახურის ოზურგეთის სერვისცენტრში ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. პირად საუბრებში კი განმარტავენ, რომ თუთუნის ჩამორთმევა კანონის შესაბამისად მოხდა, რადგან 100 გრამზე მეტი თუთუნის გაყიდვა სპეციალური შეფუთვის გარეშე აკრძალულია. ინსპექტორებმა განმარტეს ისიც, რომ აღნიშნულ შემთხვევაზე ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაწყებულია

დღის ამბები