18 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
ირანის საპარლამენტო არჩევნების შედეგი 24 თებერვალს გახდება ცნობილი

ირანის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ჰასან როუჰანის ოპოზიციაში მყოფი კანდიდატები ლიდერობენ.

წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის 290 მანდატიდან 70 პროცენტს დასავლეთთან მკაცრი პოლიტიკის მომხრე კონსერვატორები დაიკავებენ.

როუჰანის მომხრეებს 20 პროცენტი, ხოლო რეფორმატორებს 10 პროცენტი ერგებათ. პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად სულ შვიდი ათასზე მეტი კანდიდატი იბრძოდა.

არჩევნების საბოლოო შედეგები 24 თებერვალს გახდება ცნობილი.

დღის ამბები