18 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
დაელოდეთ გაზაფხულს - პრემიერი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე

"დაელოდეთ გაზაფხულს,"- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები ქვეყანაში. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.

ჟურნალისტებმა ეს კითხვა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესაც დაუსვეს.

"გაზაფხულს ყოველთვის ყველა ელოდება და აუცილებლად დადგება გაზაფხული, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

როდესღაც, რომელიღაც გაზაფხულზე, ცვლილებები რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ ამ გაზაფხულის მოსვლამდე არის ერთი კვირა დარჩენილი. საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება გააგრძელებს სტაბილურად საქმიანობას და ჩვენ ვემზადებით 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის," - განაცხადა არცილ თალაკვაძემ.

 ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

დღის ამბები