ზუგდიდში "ლელოს" წარმომადგენლებმა იუნკერების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მათ გასაბჭოების თარიღი გაიხსენეს და რუსული ოკუპაციაც გააპროტესტეს.
“ამ ადამიანების თავდადება სამშობლოსადმი ბრძოლა ყოველთვის დარჩება მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეეწინააღმდეგო ოკუპაციასა და მტერს. სწორედ ამ ადამიანების თავდადების გამოვლინება იყო 2008 წლის აგვისტოს ომი“, - განაცხადა ლელოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახვლედიანმა.