18 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
​ სად გაიმართება ევროპის საბჭოს მინისტერიალი - რუსეთის დელეგაციის საქართველოში სავარაუდო ვიზიტზე ანდრეს კნაპემ ისაუბრა

სად გაიმართება ევროპის საბჭოს მინისტერიალი - საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. მინისტერიალს ზაფხულში საქართველომ უნდა უმასპინძლოს.

რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტსა და შესაძლო რისკებზე ისაუბრა ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა. ანდრეს კნაპე იმედს გამოთქვამს, რომ ყველა პრობლემა დროულად მოგვარდება.

"ევროსაბჭოს ყველა წევრ ქვეყანას შეუძლია, რომ შეხვედრებს დაესწროს. იმის მიუხედავად, გვექნება თუ არა რთული სიტუაცია, რუსეთის წარმომადგენლობებს შეეძლებათ შეხვედრაზე დასწრება," - განაცხადა ანდრეს კნაპემ.

საკითხს დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა. 

"მინისტერიალი აუცილებლად გაიმართება, ხოლო თუ სად გაიმართება, ამას გადავწყვეტთ ევროსაბჭოს შესაბამის ხელმძღვანელებთან ერთად," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები