ქართულ სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა.
"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე," - ნათქვამია 18 თებერვალს გამოქვეყნებულ დადგენილებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს.