თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში და აკურაში ხანძარი ლოკალიზებულია.
მეორე დღეა, ორივე სოფელში ცოცხალი ძალა ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს ასრულებს.
ძირითადად, დამწვარია ტყის ქვედა საფარი. ამ ეტაპზე ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, სტიქიის ზონაში ტექნიკის მიყვანა ვერ მოხერხდა, ხანძრის ქრობა მხოლოდ ცოცხალი ძალით ხდებოდა.
ჯერჯერობით, უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი და რა რაოდენობის ფართობიაა დამწვარი.