დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან ადგილობრივ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე ზეწოლა გრძელდება. ინფორმაციას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს.
"მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოეხმაურონ ასეთ ფაქტებს, მოახდინონ ერთგვარი ზეწოლა, როგორც დე ფაქტო ხელისუფლებაზე, ასევე რუსეთის სამხედრო ძალებზე იმისათვის, რომ მსგავსი პრაქტიკა შეწყდეს. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება," - განცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორმა, უჩა ნანუაშვილა.
ამ დროისთვის სასამართლოში განიხილება "ცილისწამების საქმე" ჟურნალისტ ირინა ქელეხსაევას წინააღმდეგ. საქმე ეხება 2019 წლის 22 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ჟურნალისტმა დაწერა, რომ ციხეში ცემის ერთ-ერთ ფაქტს თავად იუსტიციის მინისტრიც ესწრებოდა.
დე ფაქტო იუსტიციის მინისტრი კომპენსაციის სახით 500 ათასი რუბლის გადახდას მოითხოვს.