18 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ორგანოები არიან ძალიან ყურადღებით - კახიანი ბორჯომელი მაღალჩინოსნების დაკავებას ეხმაურება

ქრთამის აღების გამო ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის დაკავებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ცუდ ფაქტს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელია იმისაც, თუ როგორ ყურადღებით მუშაობენ შესაბამისი ორგანოები კორუფციის წინააღმდეგ:

"თავად ფაქტი, რა თქმა უნდა არის ცუდი, როდესაც საუბარია კორუფციულ გარიგებებზე და შემთხვევებზე, მეორე მხრივ ისიც აღსანიშნავია, რომ როგორც ჩანს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები არიან ძალიან ყურადღებით და ასეთ შემთხვევაში აქტიურად და ეფექტურად განახორციელებენ თავის საქმიანობას,"- განაცხადა გიორგი კახიანმა.

შეგახსენებთ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია დააკავეს.

დღის ამბები