18 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტროში COVID-19-თან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის მიზნით იაპონიის ელჩთან შეხვედრა გაიმართება

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან ​კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხზე მუშაობას განაგრძობს.

"საგარეო უწყება განაგრძობს კოორდინირებულ მუშაობას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებთან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხზე. 

დღეს უწყებაში გაიმართა შეხვედრა იაპონიის ელჩთან და მოხდა ინფორმაციის გაცვლა იმ ზომების შესახებ, რასაც ორივე ქვეყანა მიმართავს ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ.  

24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას საქართველოს საკონსულო დაწესებულებები საზღვარგარეთ, სადაც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში მოგზაურობის მსურველებს ეძლევათ ინფორმაცია საქართველოში მგზავრობის და აუცილებელი პრევენციული ზომების შესახებ. დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური აპარატის ვებგვერდსა და საზღვარგარეთ საელჩოების ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოაქვეყნა რეკომენდაციები მგზავრთათვის, როგორც მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან, ასევე თვითმფრინავის ბორტზე ქცევის ნორმებისა და თვითიზოლაციის წესების შესახებ" -აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

დღის ამბები