18 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
"ყველა დაიღალა ომით" - ტრამპი თალიბანთან გაფორმებული შეთანხმებაზე

"ყველა დაიღალა ომით"- ასე შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თალიბანთან გაფორმებული შეთანხმება.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, თალიბანის წარმომადგენლებთან პირადად შეხვედრასაც გეგმავს. მანამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თალიბანმა სამშვიდობო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დოკუმენტი გააფორმეს.

შეთანხმების მიხედვით, შტატები და ნატოს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ მათი სამხედროები ავღანეთს 14 თვის განმავლობაში დატოვებენ. თალიბანი კი პირობას დებს, რომ ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფებები აღარ იქნებიან.

მხარეები იმედოვნებენ, რომ ქვეყანაში 18 წლიანი კონფლიქტის შემდეგ მშვიდობა დამყარდება. ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში 2001 წლიდან არიან.

დღის ამბები