"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიგეგმა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა სხდომის შემდეგ ბრიფინგიც გაიმართოს.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება და სავარაუდოდ, მმართველი გუნდის წევრები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგის ფორმატის გაგრძელებაზეც ისაუბრებენ.
ოფისში რამდენიმე წუთის მივიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
სხდომა 16:00 საათზე დაიწყება.