სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციურმა პარტიამ მოიპოვა. მათ ამომრჩეველთა ხმების 25 % მიიღეს.
ხელისუფლებაში მყოფმა "სოციალ-დემოკრატებმა" კი, მხოლოდ 18 % მოიპოვეს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა მარცხი ოფიციალურად აღიარა.
150 ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად 24 პარტია იბრძოდა. სოციალ-დემოკრატები ქვეყანას ბოლო 8 წლის განმავლობაში მართავდნენ.