125/25-ზე - პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით უსუფაშვილი საარჩევნო სისტემის ახალ ვარიანტზე საუბრობს.
უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი თანაფარდობა ოპოზიციის მოთხოვნას ყველაზე მეტად აკმაყოფილებს.
"მთავარი და კარგი ისაა, რომ ორივე მხრიდან გვესმის ერთი და იმავე პრინციპი - 40 %-ზე ნაკლები შედეგის მქონე პარტიამ ერთპიროვნულად ვერ მართოს ქვეყანა. 40%-იანი პრინციპის მიღწევის ყველაზე მარტივი საშუალება 125/25-ზე პროპორციაა, რომელიც არითმეტიკულად უზრუნველყოფს ამ ყველაფერს," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარალელურად ოპოზიცია შიდა კონსულტაციებისთვის ემზადება. წინასწარი ინფორმაცით, მთავარი თემა ბოლო შეხვედრების შედეგად გამოკვეთილი ვარიანტების განხილვა და დიალოგის მეხუთე რაუნდია.