"თქვენ ყველა მაჟორიტარები ხართ," - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს მიმართა.
"მე მაქვს ასეთი ნათქვამი ხმამაღლა, სატელევიზიო სივრცეშიც, უმრავლესობაშიც და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჩემი, როგორც ერთი ადამიანის აზრი იცის. ადამიანი დაიბადება თუ არა, არის მაჟორიტარი. თქვენ ყველა მაჟორიტარები ხართ. ინდივიდები ხართ, მაგრამ მერე, გარკვეული დროის მერე თქვენს ცხოვრებას უკავშირებთ ერთმანეთს, ქმნით საზოგადოებას, ქმნით გუნდს. აი, ეს გუნდი ამაყია თითოეული თქვენგანის შენატანი წვლილით, როგორც ინტელექტუალური, ასევე ბრძოლისუნარიანი და ბევრი რამე თვისებით," - განაცხადა ლადო კახაძემ.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.