18 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
საქართველო ევროპის მასშტაბით კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესოა - თალაკვაძე

პარლამენტიც ეფექტური კონტროლის ზომებს უერთდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არცილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს გამოეხმაურა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოში სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებია დამონტაჟებული, რათა ვირუსის გავრცელება თავიდან იქნას არიდებული.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა შეძლებს და ვირუსის გავრცელებას შეაკავებს.

" მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის მინისტრს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ექიმებს, ექთნებსა და ეპიდემიოლოგებს. განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოქალაქეებს, ვინც გაგებით მოეკიდა ეპიდემიური კონტროლისთვის შემოღებულ ზომებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ინფექციის გავრცელების შეკავებას, ვინაიდან საქართველო ევროპის მასშტაბით ამ მომნეტისთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიდემიასთან ბრძოლის თვლასაზრისით. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება. თუ შეადარებთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მიღებულ ზომებს და მათ ქრონოლოგიას, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ეფექტური ზომები მიიღო.

პარლამენტიც ეფექტური კონტროლის ზომებს უერთდება. ჩვენთან უკვე შემოსასვლელებში და იმ ადგილებში, სადაც იკრიბება საზოგადოება არის დამონტაჟებული სპეციალური დისპენსერები, სადეზინფექციო ხსნარები და ასევე პერიოდულად მოხდება ზედაპირების დამუშავება, რომელთანაც ადამიანებს აქვთ ყველაზე ხშირი შეხება," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები