18 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
ზვიად კუპრავა გია ვოლსკის დაკითხვას ითხოვს

ამ წუთებში "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას კითხავენ. ადვოკატი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

საქმე შეეხება  ზვიად კუპრავაზე თავდასხმას, როცა მას სახლთან, 27 თებერვალს, უცნობი პირები დახვდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დღეს, ზვიად კუპრავა დაზარალებულად უნდა ცნონ.

ზვიად კუპრავა გია ვოლსკის დაკითხვას ითხოვს და აცხადებს, რომ მას თავს, ხელისუფლება დაესხა. 

"არასდროს მქონია იმის იმედი, რომ ხელისუფლება ამ საქმეს გამოიძიებდა, ვინაიდან ეს, არ შედის მათ პოლიტიკურ ინტერესში. პირდაპირ ვაცხადებ, რომ ხელისუფლება თავს დამესხა. მივმართავ გამოიძიებას, დაიკითხოს გიორგი ვოლსკი," - განაცხადა "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ.

 

დღის ამბები