სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ დედებს დედის დღე მიულოცა. როგორც ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, დღესასწაულის შესახებ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გაიგო.
"გავიგე, რომ დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, ვულოცავ ამ დღეს საქართველოს ყველა დედას" - აღნიშნა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.