18 ნოემბერი 2024,   09:58
ვრცლად
მივმართავ ოპოზიციას, რამდენ პროცენტიანი ბარიერიც უნდათ თვითონ გადაწყვიტონ და სწორედ ის ჩაიწერება შესაბამის ნორმაში - მდინარაძე

როდის გაიმართება ან საერთოდ შედგება თუ არა, მოლაპარაკება ოპოზიციასა ხელისუფლებას შორის, ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

4 ფორმალური და 3 არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, საკითხი ისევ ღიად რჩება. უმრავლესობაში  განმარტავენ, რომ თუკი ოპოზიცია ბარიერის პროცენტთან დაკავშირებით შეთანხმდება, მმართველი გუნდი თანახმაა სწორედ ოპონენტების გადაწყვეტილების შესაბამისი ჩანაწერი შეიტანონ ნორმაში. 

"როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში 4-5 რეგიონი ერთი მაჟორიტარული ოლქში გაერთიანდეს ვინმემ მითხრას და მერე შეიძლება ამაზე ვისაუბროთ ცოტა სერიოზულად და მეორე, 130-20-ზე, 125-25-ზე, რაც გუშინ მათ გაახმოვანეს. 

ჩვენ, თუ ვთავაზობთ ისეთ ფორმულად, მექანიზმსა და მოდელს, რომელშიც ყველა ვარიანტში გარანტირებულად გამორიცხულია 40%-ით და უფრო დაბალი შედეგით 76 მანდატის მიღება, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს მათთვის რამდენი მაჟორიტარი იქნება. რაც შეეხება ბარიერს, მათ მე ახლა პირდაპირ მივმართავ, რამდენი პროცენტიც უნდათ თვითონ გადაწყვიტონ და სწორედ ის ჩაიწერება შესაბამის ნორმაში. 

ჩვენ არცერთი მიმართულებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ახალი რაღაცების გამოგონება საბაბად არასერიოზულია," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები