კორონავირუსის გამო, შესაძლო ეკონომიკური პრობლემების შესახებ საუბრობს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.
დამოუკიდებელი დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს ეკონომიკური რისკების შესამცირებლად მუშაობა უკვე დაიწყოს.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკონომიკური კოლაფსის თავიდან ასარიდებლად მთავრობას 4 პუქნტიან სამოქმედო გეგმას სთავაზობს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
"ეს ეხება ოთხ ძირითადად სფეროს, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკა. ამიტომ, აქ არის განსკუთრებული რეგულაციები გასატარებელი და მოსამზადებელი, რათა მოსახლეობა დაცული იყოს გაკოტრებისაგან. ჯანდაცვის სფეროში ახლა უნდა გამოირიცხოს კომერციული ნაწილი, მესამე ნაწილი უნდა შეეხოს ზოგადად საწვავს, თუ კრიზისი განვითარდება უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმ საწვავით, რომ ჩატარდეს საგაზაფხულო სამუშაოები სოფლის მეურნეობის კუთხით. 80-85%-ს ხორბლის იმპორტს ვახორციელებთ და თუ ჩვენ მეზობლად შეიქმნება პრობლემები, ამ მხრივ დავდგებით სერიოზული პრობლემის წინაშე და ამ მხრივ სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები," - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ.