18 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
"ჩინეთში ბოლო ათი დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების დინამიური შემცირება აღინიშნება" - ამირან გამყრელიძე

ჩინეთში, ბოლო ათი დღის განმავლობაში ინფიცირებულათა და გარდაცვლილთა ახალი შემთხვევების რაოდენობის დინამიური შემცირება შეინიშნება. ამის შესახებ განცხადება ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, ჩინეთში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება და დღეს ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე ნაკლები ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

”გლობალურად, დღევანდელი დღით დადასტურებულია 92 ათასამდე შემთხვევა მთელ  მსოფლიოში და აქედან 80 ათასი გახლავთ ჩინეთში. ჩინეთში, ბოლო ათი დღის განმავლობაში აღინიშნება დინამიური შემცირება ახალი შემთხვევების და დღეს გახლავთ ყველაზე უფრო ნაკლები ახალი შემთხვევა - 123 და ასევე, ყველაზე უფრო ნაკლები - 31 ლეტალური შედეგი. ანუ, ჩინეთში, ეპიდსიტუაცია, შეიძლება ვთქვათ, რომ სერიოზულად უმჯობესდება, თუმცა, რა თქმა უნდა, პრობლემა კვლავ სერიოზული რჩება.

ჩვენ დღეს გვქონდა პირდაპირი ტელეკონფერენცია ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან ჩინეთთან, რომელიც მოაწყო ჩინეთის ჯანმრთელობის სამინისტრომ საელჩოების მეშვეობით და ჩართული იყო რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველოც. გაკეთდა ძალიან საინტერესო ორი პრეზენტაცია ჩინეთის მეცნიერების მიერ. ერთი ეხებოდა ეპიდსიტუაციას და მათ მიერ გატარებულ ღონისძიებებს და მეორე - მკურნალობის კლინიკურ საკითხებს. იყო დასმული ბევრი შეკითხვა ჩვენ მიერაც და გაცემული იქნა პასუხები ამ შეკითხვებზე. შევთანხმდით, რომ ამ ტიპის ბილატერალური კონფერენციები ჩინეთთან გაგრძელდება და მოგეხსენებათ, ჩინეთს უკვე დაუგროვდა ამ ორი თვის განმავლობაში უზარმაზარი გამოცდილება ამ პრობლემის მართვის და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ გამოცდილება,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები