18 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
მოემზადეთ ოპოზიციაში გადასასვლელად, გარანტიას გაძლევთ პოლიტიკურ დევნას არ დავიწყებთ - გიორგი ვაშაძე

"ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ თალაკვაძემ და "ქართულმა ოცნებამ" ამერიკის ხმას ასწავლოს ქართული თარგმანი თურმე, როგორ უნდა დაადონ“ - ასე ეხმაურება გიორგი ვაშაძე პალამენტის თავმჯდომარის მიერ ადამ კინზინგერის ინტერვიუსთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებას.

"ახალი საქართველოს” თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველ ძალას მოსახლეობის მხარდაჭერა ყოველდღიურად აკლდება.

"სამარცხვინოა უბრალოდ. რის იმედზე არიან? ამდენს რომ ბობოქრობენ და ლაპარაკობენ, თუ ნულპროცენტიანია ოპოზიცია, ჩაატარეთ პროპორციული არჩევნები და მოიგეთ. მაგრამ, თქვენ ყოველდღიურად გაკლდებათ მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, ამიტომაც ხართ ასეთ ცუდ მდგომარეობაში. არა უშავს, მოემზადეთ ოპოზიციაში გადასასვლელად, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ პოლიტიკურ დევნას, გარანტიას გაძლევთ, რომ არ დავიწყებთ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები ქვეყნისთვის ზიანის მომტანია და ამაში წვლილი ხელისუფლებას მიუძღვის. მისი თქმით, სწორედ "ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა შექმნა ის ვითარება, რასაც დღეს პოლიტიკური კრიზისი ჰქვია.  

"როცა პარტნიორს ბევრჯერ გადააგდებ ესე უტიფრად, მერე ისმის განცხადებები, რომ რა მნიშვნელობა აქვს, რაღაცა თქვა ორმა კონგრესმენმა, ბუნებრივია, რამე ბრაზზე კი არ არის საუბარი, პრაგმატულად, ყველა ჩვენს მეგობარს აქვს ინტერესი, რომ მის სიტყვას ჰქონდეს ფასი და ეს ადამიანები საკუთარი ბრიყვული გათვლის გამო, რომ ესე შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, შარში გვხვევენ ჩვენს საუკეთესო მეგობრებთან. ანუ, ეს ყველაფერი საქართველოსთვის ზიანის მიმყენებელი ვითარებაა, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კონგრესმენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა კონსტიტუციურად 2024 წელს არის გარანტირებული, ყველას უნდა ახსოვდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადებული პირობა საარჩევნო სისტემის 2020 წლიდან შეცვლასთან დაკავშირებით. კონგრესმენის განცხადებას მოჰყვა გამოხმაურებები თბილისში. ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასება, ტრადიციულად, განსხვავებულია.  

ამავე თემაზე
დღის ამბები