18 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
მიგრაცია არ არის მხოლოდ უმუშევრობით გამოწვეული პრობლემა - სალომე ზურაბიშვილი

"მიგრაცია ამ ეპოქის დიდი გამოწვევაა და ჩვენ იგი განსაკუთრებით მტკივნეულად გვეხება," - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მიგრაცია არ არის მხოლოდ უმუშევრობით გამოწვეული პრობლემა.

"მიგრაცია ამ ეპოქის დიდი გამოწვევაა და ჩვენ იგი განსაკუთრებით მტკივნეულად გვეხება. მიგრაცია არ არის გამოწვეული, როგორც ჩვენ გვგონია, მხოლოდ უმუშევრობით. კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში საკმაოდ მაღალია უმუშევრობის დონე, მაგრამ, ამავე დროს პროფესიონალების დეფიციტიცაა, პრაქტიკულად, ყველა სფეროში.

ამ ორი ტენდენციის ერთგვარად დაბალანსება, ანუ პროფესიონალიზმის ამაღლება და საკუთარი ძალების მოზიდვა უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი. გვჭირდება დიასპორასთან უწყვეტი კავშირი და არა იქ ჩვენი ვიწრო პოლიტიკური დაპირისპირების გადატანა. ხომ ცხადზე ცხადია, რომ სოციალური მდგომარეობის გარდა, მიგრაციის ერთ-ერთი მკვებავი სწორედ აგრესია, შეურაცხყოფა და სიძულვილია. სწორედ ეს აგრესიაა, რაც ჩვენს ახალგაზრდებს აქედან წასვლისკენ უბიძგებს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები