"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისიის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომეო ფარულავას საკითხზე მსჯელობენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას.
ოპოზიცია აპირებს მოამზადოს სია, რომელშიც მოსამართლეები, პროკურორები და მაღალჩინოსნები შევლენ.
კომისიამ წინა შეხვედრებზე გიგი უგულავასა და დავით ქაცარავას საკითხზე იმსჯელა. ისინი პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ.