18 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
პრეზიდენტმა ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა. ყველაზე მნიშვნელოვანი თემა კი ამ ქვეყანაში დეოკუპაციაა - მამუკა მდინარაძე 

სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას პოლიტიკოსები აფასებენ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი ყველა იმ მთავარ თემას შეეხო, რომელიც რეგლამენტით იყო გათვალისწინებული.

"პრეზიდენტმა ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა. ყველაზე მნიშვნელოვანი თემა კი ამ ქვეყანაში არის დეოკუპაცია და ამ გზაზე სწორად სიარული. ასევე არის მთავარი გამოწვევა სიღარიბე და ვისაუბრეთ, როგორი უნდა იყოს დინამიკა. თუ ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ სიძულვილის ნაცვლად სიყვარულით სჯობია საქმეს მივუდგეთ, ეს არის ყველაზე სწორი მესიჯი, რომელიც შეიძლება პრეზიდენტმა გააჟღეროს.

ტყუილი დამაზიანებელია მთელი ქვეყნისთვის და ვერასდროს ვერავინ ვერ დაასახელებს ვერცერთ სფეროს სადაც არ არის პროგრესი. უნდა გავაგრძელოთ სიცრუესთან ბრძოლა საქმით და მეტი დინამიკით, ეს ყველაფერი ჩვენს მოსახლეობას ამოიყვანეს სიღარიბიდან.

პრეზიდენტის ინიციატივა მისასალმებელია, რომ გარკვეული პლატფორმაა საჭირო, რომ შედგეს დიალოგი. ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის ინტერესი, ეს არის ჩვენი უცხოელი პარტნიორების და ასევე საზოგადოების ინტერესი. დავიღალეთ და ხალხიც დაიღალა ამიტომ ვთქვით, რომ საარჩევნო ბარიერი რამდენიც უნდათ იმდენი თქვან, თუ 40%-იანი წუხილი აქვთ კიბატონო, თუ პროპორციულთან მიახლოებულზე საუბრობენ, ეს არჩევნები ძალიან მიახლოებული იქნება პროპორციულთან. ამაზეც კი მივდივართ და მართლა რაღა უნდა თქვან," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები