საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მისმა შვილებმა ქართული ენა იციან.
აღნიშნული განცხადება მდინარაძემ პარლამენტში ზურაბიშვილის ყოლეწლიური მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ სალომეს, რომ მისმა შვილებმა, მეოთხე თაობის პოლიტიკურმა ემიგრანტებმა დღეს შეიძლება არაიდეალურად, მაგრამ ძალიან კარგად იციან ქართული ენა და ქართულ ენაზე საუბრობენ. ეს მხოლოდ პლუსია თქვენი, ქალბატონო სალომე, ასევე თქვენი შვილების, რომ თქვენ, თქვენმა მშობლებმა შეუნარჩუნეთ შვილებს ქართული ენა, რასაც ჩემთვის ძალიან დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.