პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას, რომელიც პროპორციულისა და მაჟორიტარულის 110/40 შეფარდებას და 40%-იანი ე.წ ჩამკეტის არსებობას გულისხმობს, კომპრომისულ ვარიანტად მიიჩნევს. კუკავას თქმით, ეს ინიციატივა მოსაწონი არაა, თუმცა იძლევა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის საშუალებას:
"ეს ინიციატივა მოსაწონი ნამდვილად არ არის და არ არის ის, რაც "ქართული ოცნების" მიერ იყო დაპირებული, მთლიანი პროპორციული სია და მას ბევრი ხარვეზები გააჩნია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს კომპრომისი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ეს სისტემა იძლევა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის საშუალებას. არათანაბარ ბრძოლაში, არათანსწორუფლებიან კონკურენციაში, მაგრამ მაინც იძლევა," - განაცხადა კახა კუკავამ.