18 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
მისი მოწოდებები უნდა ყოფილიყო განმსაზღვრელი, თუ როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ კირიზისიდან - ცქიტიშვილი პრეზიდენტზე

პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში შეფასებების თემაა.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მოხსენება იყო ზოგადი და არ მოიცავდა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შეთავაზებებს.

"პრეზიდენტი, რომელიც არის საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი ფუნქცია განსაკუთრებით იზრდება კრიზისულ ვითარებებში და ამ კრიზისში მისი მოწოდებები და შემოთავაზებული ნაბიჯები უნდა ყოფილიყო განმსაზღვრელი, თუ როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ კირიზისიდან. სამწუხაროდ ჩვენ მოვისმინეთ ზოგადი შეთავაზებები, არაფერი განსაკუთრებული არ იყო ნათქვამი," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში 40-წუთიანი მოხსენებით, დებატების გარეშე, ოპოზიციის ბოიკოტის და საპროტესტო აქციის ფონზე წარსდგა. ერთობის არარსებობა, აგრესია, სიძულვილი, შეურაცხყოფა, ახალგაზრდა თაობის განვითარება, სასამართლო სისტემა, გლობალური პროცესების გავლენა საქართველოზე, ევროკავშირის პოლიტიკა და ქვეყნის მომავალი, ეს იმ თემების ნაწილია, რომელზეც პრეზიდენტმა ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ძალაშია მისი შეთავაზება, საპრეზიდენტო პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც პარტიებმა დიალოგთან დაკავშირებით მიიღეს.

დღის ამბები