18 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ირან-აზერბაიჯანის ჩაკეტილ საზღვარზე იმყოფებოდნენ ქვეყანაში ჩამოიყვანეს - ალექსანდრე ხვთისიაშვილი

საქართველოს მთავრობამ ირან-აზერბაიჯანის ჩაკეტილ საზღვარზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოიყვანა. ისინი, ამ დროისთვის, საკარანტინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გააკეთა. 

მოქალაქეები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ირანის ტერიტორიაზე აზერბაიჯანსა და ირანს შორის საზღვრის დაკეტვის გამო იმყოფებოდნენ. 

"საქართველოს მთავრობამ შესაბამის ქვეყნებთან გამართული აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანსა და ირანს შორის საზღვრის დაკეტვის გამო რჩებოდნენ ირანის ტერიტორიაზე,  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული პროტოკოლის დაცვით, შესაბამისი ტრანსპორტით საქართველოში ჩამოიყვანა, " - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები დახვდნენ. მათ ადგილზე შესაბამისი შემოწმება გაიარეს და სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით   საკარანტინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

დღის ამბები