18 ნოემბერი 2024,   09:58
ვრცლად
საერთო მესიჯბოქსის ჩამოყალიბება ნაცმოძრაობის დაორგანიზებულია - მამუკა მდინარაძე გიგი უგულავას წერილის შესახებ

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მიერ გავრცელებულ წერილს, სადაც გიგი უგულავა ოპოზიციას მოუწოდებს, მისი პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღების პროცესში ბარიერად არ აქციონ, პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. 

ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ამ თემით სპეკულირება არ უნდა ხდებოდეს. 

"ცალკეულ ადამიანებს  ცალ-ცალკე ციხეში არ მოაფიქრდებოდათ საერთო მესიჯბოქსის ჩამოყალიბება. ეს არის დაორგანიზებული ნაცმოძრაობის მიერ. ძალიან კარგად იციან საზოგადოებაში არსებული განწყობები და ის, რომ დაჯერების ხარისხი ამ ადამიანების პოლიტპატიმრობის შესახებ, არის ძალიან დაბალი და ძალიან უჭირდათ ამ თემის გაყიდვა, მიუხედავად იმ პროპაგანდისტული სვლებისა, რაც მათ ამ საკითხთან დაკავშირებით განახორციელეს და მეორე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მათ ასევე ძალიან კარგად იციან, რომ ამ საკითხის პირად დაყენება აბსოლუტურად სხვა თემასთან დაკავშირებით, რომელსაც საარჩევნო ცვლილებები და საარჩევნო სისტემა ეწოდება, იყო აბსოლუტურად შეუსაბამო," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები