26 ევროპარლამენტარის მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გამოგზავნილ ახალ კრიტიკულ წერილს მმართველი გუნდი პასუხობს.
"ჩვენ ის პირობა, რაც ვთქვით 24 ივნისს, არაერთხელ გამოვცადეთ ყოველდღიურ რეჟიმში. ზოგიერთ ევროპარლამენტარს მიზეზები საკმაოდ სიღრმისეულად აქვს გასაანალიზებელი," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ყველა საკითხი, რომელიც აქამდე კონგრესმენებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, უკვე მოიხსნა.
"ვიზიტებითა და შესაბამისი ინფორმაციის გაცნობით უკეთ მოხდა არსებული რეალობის დანახვა ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ყველა ის საკითხი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რა თქმა უნდა, მოიხსნა. ეს მოხდა იმიტომ, რომ მათ დაინახეს რეალურად ის მოვლენები, რომლებიც საქართველოში ვითარდება," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.