რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაგმეს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ესტონეთმა.
საკითხი საბჭოს სხდომაზე ცალკე თემად განიხილეს. დიპლომატების განცხადებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ ორგანიზებული კიბერთავდასხმის მიზანს საქართველოს დისკრედიტაცია და დაბნეულობის შექმნა წარმოადგენდა.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კიბერსივრცეში სტაბილურობის განხილვა ისტორიულ შემთხვევად შეფასდა.