18 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
იმისათვის, რომ რუსეთმა სამართლებრივად აგოს პასუხი დანაშაულზე, ერთადერთი სწორი გზა საერთაშორისო ასპარეზია - სერგი კაპანაძე

საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმის საკითხი, გაეროს უშიშროების საბჭოში განიხილეს.  ამ ფაქტს საქართველში შეფასებები მოჰყვა, ხელისუფლების წარმომადგენლები აღნისბავენ, რომ საერთაშორისო საზოგადიების მხრიდან რუსეთის ქმედების დაგმობა მისასალმებელია. იმავე აზრზეა ოპოზიციაც, თუმცა ისინი რუსეთის ქმედებებზე პასუხიმსმგებლობას ძირითადად სახელმწიფოს აკისრებენ. 

რუსეთის მიერ საქართველოსადმი განხორციელებულ  კიბერშეტევასა და ამაზე გაეროს უშიშროების საბჭოს გამოხმაურებას, ოპოზიცია აფასებს. 

"იმისათვის, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართლებრივად პასუხი აგოს კიბერდანაშაულსა და სხვა ტიპის დანაშაულებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აქვს ჩადენილი, ერთადერთი სწორი გზა არის საერთაშორისო ასპარეზის გამოყენება. ამიტომ, უშიშროების საბჭოში ჩვენი პარტნიორების მიერ ამ თემის წამოწევა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მეორე კომპონენტია ქვეყნის შიგნით რუსეთის ძალასთან აქტიურად ბრძოლა. მათ შორის იმ კიბერშეტევაზე რეაგირება, რაზეც კონკრეტული კითხვები არსებობს," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა, სერგი კაპანაძემ. 

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ რადგან ეს საკითხი გაეროს დონემდე ავიდა, ძალიან კარგია. 

"რუსეთის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმის საკითხი, უკვე გაეროს უშიშროების საბჭოს დონემდე აიწია. ძალიან კარგია, რომ ეს საკითხი წამოწიეს ჩვენმა მეგობარმა სახელმწიფოებმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ფაქტობრივად არის აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა, არა მხოლოდ ფიზიკურად ტერიტორიების კუთხით, არამედ ის არის აგრესორი კიბერსივრცეში," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ. 

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაგმეს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ესტონეთმა. საკითხი საბჭოს სხდომაზე ცალკე თემად განიხილეს. დიპლომატების განცხადებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ ორგანიზებული კიბერთავდასხმის მიზანს საქართველოს დისკრედიტაცია და დაბნეულობის შექმნა წარმოადგენდა. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კიბერსივრცეში სტაბილურობის განხილვა ისტორიულ შემთხვევად შეფასდა.



დღის ამბები