საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებს დაავალა, რომ კანონპროექტების ელექტრონულად განხილვისა და კენჭისყრის შესაძლებლობაზე იმუშაონ. არჩილ თალაკვაძის თქმით, აღნიშნული შესაძლებლობა განსაკუთრებულ შემთხვევებში იქნება გამოყენებული. განცხადება თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა:
"მოგმართოთ ყველას, რათა ვიფიქროთ და მოვამზადოთ ინიციატივა, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში პარლამენტს მისცემს შესაძლებლობას, კანონპროექტები განიხილოს ელექტრონული პროცედურით და გადაწყვეტილების მისაღებად ელექტრონული კენჭისყრა ჩაატაროს. ვფიქრობ, დღესაც არის საფუძველი, რატომაც შეიძლება მომავალში ასეთი პლატფორმა პარლამენტს დასჭირდეს. მინდა, მივმართო იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტებს, ასევე იურიდიულ დეპარტამენტს, რომ იმსჯელონ ამ ინიციატივის გარშემო და დროულად მოვამზადოთ, დაჩქარებული წესითაც განვიხილოთ თუ საჭიროა,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.