09 სექტემბერი 2026,   22:34
ვრცლად
საგარეჯოს მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

 

საგარეჯოს მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეხვედრა ხმაურის ფონზე დაიწყო.
მოსახლეობა კახეთის გუბერნატორის მოადგილის განცხადებამ გააღიზიანა. ირაკლის შიოშვილმა შეკრებილებს განუმარტა,რომ სასოფლო სამეურნეო სავარგულები სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა და ისინი უკანონოდ უეფლებოდნენ, რის შემდეგაც ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს.

 

მხარეებს შორია სიტყვიერი დაპირისპირება პოლიციამ განმუხტა.

 

თითქმის ერთსაათიანი შეხვედრა, ნაწილობრივი შეთანხმებით დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების წარმომადგნელებს პრობლემების მოგვარება მოსთხოვეს და ერთკვირიანი ვადა მისცეს.

 

თავის მხრივ, მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ საპარტნიორო ფონდი მათთან კონსულტაციებს გამართავს და საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს.

 

ამასთან, მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება სცადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თუმცა მოსახლეობამ გიორგი ბოტკოველს ამის საშუალება არ მისცა და ტერიტორია დატოვება მოსთხოვა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ქალაქის შესასვლელთან შეიკრიბა და მერია სასოფლო სამეურნეო სავარგულების ფარულად გასხვისებაში დაადანაშაულა.

დღის ამბები