18 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
საქართველოში თავისუფალი, აქტიური მულტიპარტიული დემოკრატიაა - "ტელეგრაფი" ვრცელ სტატიას აქვეყნებს

გაერთიანებულმა სამეფომ მხარი უნდა დაუჭიროს თავისუფლების მოყვარულ მეგობრებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება - ამ სათაურით ვრცელ სტატიას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფი" აქვეყნებს.

სტატიის ავტორი წერს, რომ კავკასიის რეგიონში საქართველო, ყველაზე პროგრესულ დემოკრატიულ ქვეყანას წარმოადგენს. ასევე მიიჩნევს, რომ მიმდინარე რუსულ აგრესიასთან დაპირისპირება თბილისის პროდასავლური მთავრობის მტკიცე მხარდაჭერით უნდა მოხდეს. პუბლიკაციაში  საუბარია საქართველოს მხარდაჭერაზე კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით.

"რუსეთის მხრიდან მუდმივი პროვოკაციების და აგრესიის მიუხედავად 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ რუსული სამხედრო ძალები დღესაც აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ სასწაული მოახდინა: სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია რეგიონში; ქვეყანაში თავისუფალი, აქტიური მულტიპარტიული დემოკრატიაა. Freedom House-ის ყოველწლიური გამოკვლევის თანახმად, საქართველო დღესდღეობით წარმოადგენს "ყველაზე თავისუფალ" ქვეყანას რეგიონში და რაც ალბათ ყველაზე მეტად შთამბეჭდავია, საქართველო იკავებს მე-7 საპატიო ადგილს მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსში, უსწრებს რა, გაერთიანებულ სამეფოს და ავსტრალიას. ასევე, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 26-ს.

ამას კი ქვეყანამ მიაღწია ისეთი სტრატეგიების წყალობით, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებს კონკურენტულ ეკონომიკას, თავისუფალი ბაზრებისა და ინვესტიციებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას, დაბალ გადასახადებს და მსუბუქ რეგულაციებს," - წერია  "ტელეგრაფის" სტატიაში. 

დღის ამბები