18 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას მთავრობა უზრუნველყოფს

იტალიის რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დროებით შეწყვეტის გამო, საქართველოს იმ მოქალაქეების დაბრუნებას, რომლებიც იტალიაში იმყოფებიან და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეძენილი ან დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

ამისათვის საჭიროა საქართველოს მოქალაქეებმა იტალიაში საქართველოს საელჩოს ელექტრონულ მისამართზე [email protected] გააგზავნონ პირადი მონაცემები, პასპორტის, ბილეთების, ან ბილეთების ჯავშანის ასლები.

საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს ახორციელებენ იტალიის მიმართულებით, აგრეთვე იტალიის საავიაციო ხელისუფლებას.

შეზღუდვა დროებითია და მოქმედებს იტალიის რესპუბლიკაში შექმნილი ეპიდსიტუაციის რისკების შემცირებამდე.

დღის ამბები