18 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების და თანამშრომლების მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია გაიმართა

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების და თანამშრომლების მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია გაიმართა. "თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე"- ამ მოწოდებით  ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მათი თქმით, პროცესები, რაც მიდის აჭარის ტელევიზიაში ცუდად აისახება დემოკრატიის ხარისხზე და თავისუფალ მედიაზე ზეწოლა არ უნდა ხდებოდეს.

"საგანგაშო და ამაზრზენი პროცესები მიმდინარეობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში.  ტელევიზიის დირექტორი ერთი ხელით ანადგურებს მაუწყებლის იდეას და მეორე ხელით სამსახურიდან ათავისუფლებს პროფესიონალ კადრებს, ჩვენ ჟურნალისტები სოლიდარობას ვუცხადებთ აჭარელ კოლეგებს და ვუშვებთ გზავნილს, "თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე". მედიაზე ზეწოლა ცუდად აისახება დემოკრატიის განვითარებაზე,"- აცხადებენ ჟურნალისტები.

დღის ამბები