18 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
100/50-ზე, 110/40-ზე, 120-30-ზე - ბევრ ვარიანტზე მიდის საუბარი საარჩევნო სისტემის პრობლემა არ არის, მთავარი საზოგადოების მხარდაჭერაა - კახა კალაძე

მოლაპარაკლებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეცვლილი პოლიტიკური ტონით გრძელდება.

საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესი ბოლო ფაზაში გადავიდა. მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის დადგენის შემდეგ, მალევე უნდა გაირკვეს მათი გადანაწილების წესი. თუ ქვეყნის მასშტაბით ოლქები არათანაბრად დაიყოფა, ოპოზიცია, საკანონდებლო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

კახა კალაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის პრობლემა, მთავარი არ არის.

"ძალიან ბევრ ვარიანტზე მიდის საუბარი - 100/50-ზე, 110/40-ზე, 120-30-ზე, 77 ანუ არსებული შერეული სისტემა რაც არის. მე მგონია, რომ ზოგადად არ არის საარჩევნო სისტემის პრობლემა, მთავარი არის საზოგადოების მხარდაჭერა. ყველა პოლიტიკურ პარტიას სჭირდება არჩევნების დროს ხალხის მხარდაჭერა და თანადგომა," - განაცხადა თბილისის მერმა, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. 

დღის ამბები