მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, კვლავ გრძელდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სანამ საკონსტიტუციო ცვლილება დარეგისტრირდება, მანამდე დიალოგის ეტაპი, კონკრეტული შედეგით უნდა დასრულდეს.
"შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილების დარეგისტრირება იმისათვის, რომ პარლამენტმა უზრუნველყოს ამ ცვლილების მიღება. მხოლოდ მმართველ პარტიას საკონსტიტუციო რესურსი არ აქვს. ამიტომ, საჭიროა ერთობლივად, სრული პასუხისმგებლობით მივუდგეთ ამ საკითხს. თუმცა, მანამდე არის დიალოგის ის ეტაპი, რომელიც კონკრეტული შედეგით უნდა დასრულდეს," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.